ISFED: არალეგიტიმურმა პარლამენტმა საკრებულოების არჩევნები „ქართული ოცნების“ ინტერესებს დაუქვემდებარა
სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) „საარჩევნო კოდექსში“ "ქართული ოცნების" ინიციირებით შესულ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება „მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო პროცესს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად“.
საქართველოს პარლამენტმა, - რომელსაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, მათ შორის ISFED, არალეგიტიმურად მიიჩნევენ, - 13 დეკემბერს დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.
ცვლილებით, მუნიციპალიტეტების საკრებულოების არჩევნებისთვის მოქმედ შერეულ საარჩევნო სისტემაში მაჟორიტარული კომპონენტის წილი გაიზარდა.
„ქვეყანაში არსებული პარტიული პატერნების გათვალისწინებით, უკანასკნელად განხორციელებული ცვლილებები მიზნად ისახავს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინ შექმნას მმართველი პარტიისთვის სასურველი შედეგის უზრუნველმყოფი გარემო, რაც გამოიწვევს ამომრჩეველთა ხმების ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების ადგილებში არასამართლიან გარდასახვას“, - ასე აფასებს ISFED ცვლილებებს.
საკანონმდებლო ცვლილებებით, პარლამენტი უბრუნდება 2017 წლის მდგომარეობას, რომელიც „შარლ მიშელის შეთანხმების“ გაფორმების შემდეგ შეიცვალა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა გივი მიქანაძემ წლების წინ არსებულ მოდელთან დაბრუნება „ამომრჩეველთა ინტერესებით“ ახსნა.
კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ:
თბილისის 50-წევრიან საკრებულოში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე 10-ის ნაცვლად, 25 ადგილი განაწილდება, ხოლო პროპორციული სისტემის საფუძველზე ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა 40-დან 25-მდე შემცირდება;
სხვა თვითმმართველ ქალაქებში (ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი) საკრებულოების წევრთა რიცხვი 35-დან 25-მდე მცირდება.
ამასთანვე, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ასარჩევი საკრებულოს დეპუტატების რიცხვი 7-დან 10-მდე გაიზრდება, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე გასანაწილებელი მანდატების რაოდენობა 28-დან 15-მდე შემცირდება;
თვითმმართველ თემებში საკრებულოები პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში არსებული ყველა დასახლებიდან მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისაგან დაკომპლექტდება.
გათვალისწინებული ცვლილებებით, იზრდება პროპორციულ კომპონენტში საარჩევნო სუბიექტებისთვის დაწესებული საარჩევნო ბარიერიც. კერძოდ, თბილისში ბარიერი 2.5%-დან 4%-მდე, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში 3%-დან 4%-მდე გაიზრდება.
ISFED აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებებამდე, მიმდინარე წლის მაისში, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი ცვლილება შეიტანა მუნიციპალური არჩევნების საარჩევნო სისტემაში. კერძოდ, გაუქმდა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს წევრად კანდიდატის ასარჩევად დადგენილი 40-პროცენტიანი ბარიერი და გამარჯვებისთვის საკმარისი გახდა შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმის მიღება.
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, ძირითადად მიმართული იყო „ქართული ოცნების“ „ვიწროპარტიული ინტერესის დასაკმაყოფილებლად“.
„შექმნილი სამართლებრივი დიზაინი არათუ ვერ პასუხობს ქვეყანაში საარჩევნო პროცესების გაჯანსაღების საჭიროებებს, არ ითვალისწინებს საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ წლების განმავლობაში გაცემულ რეკომენდაციებს, არამედ აუარესებს მანამდე არსებულ საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისის მოგვარების პარალელურად, საჭიროა სრული და ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა ფართო პარტიული და საზოგადოებრივი კონსენსუსით, რომელიც შექმნის სრულიად ახალ საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც იქნება საფუძველი როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოთა, ისე ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - წერს ორგანიზაცია 19 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
14 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ სხვა არაერთი საკანონმდებლო ცვლილება მიიღო. მათი ნაწილი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს.