პრეზიდენტმა კიდევ 9 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 23 დეკემბერს 9 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
ხუთი მათგანი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
დანარჩენ ოთხ მსჯავრდებულს კი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
მათ შორისაა ერთი ქალი მსჯავრდებული.
სხვა დეტალებს - მათ შორის შეწყალებულთა ვინაობას - პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როგორც წინა შემთხვევებში, არ აზუსტებს.
წინა ჯერზე, 5 დეკემბერს, პრეზიდენმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა, 25 ნოემბერს - 8, უფრო ადრე, 11 ნოემბერს კი - 11 მსჯავრდებული.