ლატვიის პრეზიდენტი: მხარს ვუჭერ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყებას
ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყებას. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, სადაც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა.