World News

PACE-ს დამკვირვებლების მანქანას საარჩევნო უბანთან საბურავი გაუხვრიტეს და მანქანა დააჯახეს - ანგარიში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ის) ანგარიშის თანახმად, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს მისი სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილს საბურავები გაუხვრიტეს და მანქანა დააჯახეს.


ეს ინფორმაცია წერია PACE-ს ანგარიშში, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 2025 წლის 27 იანვარს განიხილავს სტასბურგში, ზამთრის სესიაზე.


ანგარიშის თანახმად, ინციდენტი, რასაც PACE „მიუღებელს“ უწოდებს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მოხდა.


„დაახლოებით 40-მა არამეგობრულად განწყობილმა დაკუნთულმა პირმა საარჩევნო უბნის გარეთ, [PACE-ის სადამკვირვებლო] გუნდის ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა“, - წერია ანგარიშში.


„[ავტომობილს] საბურავი გაუხვრიტეს, რის შემდეგაც დამნაშავეებმა სცადეს, მოეხდინათ ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება, რისთვისაც უკვე დაზიანებულ მანქანას შეაჯახეს ძველი ავტომობილი“, - ვკითხულობთ ანგარიშში.


ანგარიშში ხაზგასმულია რიგი საკითხებისა, რომლებმაც, PACE-ს შეფასებით, „მნიშვნელოვნად გამოუთხარა ძირი საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და მისი შედეგების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა“.


მათ შორისაა:



ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რაც „საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა საარჩევნო უბნების მეოთხედზე დააფიქსირეს“; ამ პრობლემა, PACE-ს თანახმად, „არჩევნების მთლიანობას ძირი გამოუთხარა“;
სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიზიზება; ანტი-კორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები „პოლიტიკური მიზნის მქონედ“ დაერეგისტრირება; ასევე, კითხვის ნიშნები ცესკოს მიუკერძოებლობასან დაკავშირებით;
„არათანაბარი სათამაშო პირობები“ პარტიებს შორის და „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; ასევე, არათანაბარი წვდომა მედიაზე და მედიის პოლარიზაცია;
დაშინებისა და ზეწოლის ფართოდ გავრცელებული კლიმატი, რაც მიზანში იღებდა ამომრჩევლებსა და აქტივისტებს; „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“;
კონტროლირებული გარემო: ატმოსფერო, სადაც „დიდი ძმა გიყურებს“, რაც შექმნა „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამარების დამონტაჟებამ, რამაც გააჩინა თვალთვალის ფართოდ გავრცელებული შეგრძნება.
დემოკრატიული უკუსვლა.


23 დეკემბერს საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) და განაცხადა, რომ „საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი“.




არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა 20 დეკემბერს გამოაქვეყნა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმაც (ODIHR).


ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეუთოს ანგარიში „უკიდურესად კრიტიკულია“ და ის კიდევ ერთი საფუძველია, რომ „საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს“.


ამავე აზრზე არიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოთხი ოპოზიციური პარტია.






 

Читайте на 123ru.net