World News

NYT: ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში გაგზავნა კიმ ჩენ ინის იდეა იყო

ავტორიტეტიანი გამოცემა The New York Times-ი აშშ-ის ადმინისტრაციისა და დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში გაგზავნა - უკრაინის ომში ჩართვის მიზნით - იყო არა რუსეთის ხელისუფლების ინიციატივა, არამედ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის იდეა.

"როცა ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა შემოდგომაზე რუსეთში დაიწყეს ჩასვლა, დასავლეთის ოფიციალური პირების ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს კრემლის მიერ იყო ინიციირებული, როგორც მეტი სამხედროს მწვავე საჭიროების ნიშანი.

მაგრამ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები ახლა მიიჩნევენ, რომ ეს იყო ჩრდილოეთ კორეის და არა რუსეთის იდეა - თუმცა, ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, [რუსეთის] პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამ იდეას სწრაფად დასთანხმდა" - ვკითხულობთ სტატიაში.

გამოცემა უკრაინის და დასავლეთის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში გაგზავნა, სულ მცირე, 10 000 ჯარისკაცი.

ჩრდილოეთ კორეის ძალები დიდწილად შეერწყნენ რუსეთის ნაწილებს, რომლებიც აწარმოებენ კონტრშეტევას უკრაინის სამხედროების წინააღმდეგ - მათ წინააღმდეგ, ვინც ზაფხულის შემდეგ რუსეთის კურსკის რეგიონის არეალებს აკონტროლებენ, წერს NYT.

მოსკოვი და ფხენიანი ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა არც პირდაპირ არ უარყოფენ უკრაინის და დასავლეთის ქვეყნების განცხადებებს, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები რუსეთში გაგზავნეს, რომ ბოლო პერიოდში ისინი უკვე მონაწილეობენ ბრძოლებში კურსკის რეგიონში და რომ მათ რიგებში დანაკარგებიც აღინიშნება.

Читайте на 123ru.net