“აბჯრიანმა რობოკოპმა მითხრა, ერთი-ერთზე ვიჩხუბოთ, ხმას რო არ იღებ, რომ გცემენ, ვითომ მაგარი ბიჭი ხარო?”
წამების წინააღმდეგ საერთაშორისო კონსორციუმმა 24 დეკემბერს საქართველოში დემონსტრანტებზე ძალადობის კვლევის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. კონსორციუმი ასკვნის, რომ იმას, რასაც 28 დეკემბრის შემდეგ აკეთებდა პოლიცია აქციაზე დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ, წამება და არასათანადო მოპყრობა ჰქვია.