World News

ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი: დეკემბრის პირველ ორ კვირაში, 221 კომპანიამ 5 მილიონზე მეტი იზარალა

კვლევითი ორგანიზაცია საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი წევრი ასოციაციებისა და ორგანიზაციების გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, დეკემბრის პირველ ორ კვირაში, 1-14 დეკემბრის პერიოდში, 221 კომპანიამ 5 მილიონზე მეტი იზარალა. 


"გამოიკითხა 221 ორგანიზაცია - 31 განთავსების ობიექტი, 81 გიდი, 20 კვების ობიექტი, 7 საკონფერენციო სივრცე, 7 ტურისტული ტრანსპორტი, 46 ტურისტული კომპანია, 18 ტუროპერატორი. საერთო ზარალი ლარში არის 5 281 604", - წერია ალიანსის განცხადებაში. 


მათივე ცნობით, გამოკითხულთა 34% აფიქსირებს, რომ 50%-დან 80%-მდე ჯავშნები გაუქმდა, ხოლო გამოკითხულთა 43% აფიქსირებს მიმდინარე გაყიდვების შემცირებას 50%-დან 80%-მდე.




ყოველდღიური პროევროპული საპროტესტო აქციების ფონზე, მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ ბიზნესმენების ერთი ჯგუფი უჭერს მხარს. ამასთან, 2300-ს აღწევს იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც კრიზისის დაძლევის გზად ახალ არჩევნებს მიიჩნევენ.

Читайте на 123ru.net