ისრაელში საჰაერო განგაში იყო იემენიდან სარაკეტო შეტევის გამო
ისრაელის ცენტრალურ ნაწილში 27 დეკემბერს, შუაღამის შემდეგ საჰაერო განგაში გამოცხადდა იემენიდან სარაკეტო შეტევის გამო.
ისრაელის მედია თავდაცვის არმიის სარდლობაზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტა ისრაელის საჰაერო სივრცის მიღმა მოიგერიეს, განგაშის გამოცხადება კი აუცილებელი იყო მოგერიებული რაკეტის ნამსხვრევებისგან თავის დასაცავად.
სარაკეტო შეტევის გამო დროებით დაკეტილი იყო თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტი. გამოცემა The Times of Israel-ი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ მსუბუქად დაშავდა 18 ადამიანი, რომლებიც თავშესაფრებისკენ გარბოდნენ.
26 დეკემბერს ისრაელის არმიის თვითმფრინავებმა იემენში დაბომბეს მეამბოხე ჰუთების კონტროლქვეშ მყოფი ობიექტები, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქ სანის აეროპორტი.
ისრაელის არმიის სარდლობის ინფორმაციით, სამიზნე იყო ჰუთების „ტერორისტული რეჟიმის“ სამხედრო ობიექტები იემენის დასავლეთ ნაპირზე და ქვეყნის სიღრმეში. სარდლობის თანახმად, სანის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე დაარტყეს ჰუთების სამხედრო ინფრასტრუქტურას. დაიბომბა ორი ელექტროსადგურიც.
ისრაელის ავიადარტყმის დროს სანის აეროპორტში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსი. მისი ინფორმაციით, დელეგაციის თვითმფრინავის ეკიპაჟის ერთი წევრი დაიჭრა.
ჰუთების ტელეარხის თანახმად, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებს, პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, ჰამასის მოკავშირეა. მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში ჰუთებმა ხუთჯერ სცადეს ისრაელზე სარაკეტო შეტევა.
2023 წლის შემოდგომიდან, ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ ჰუთები წითელ ზღვაში და ადენის სრუტეში სხვადასხვა ქვეყნის გემებს თავს ესხმიან დრონებით და რაკეტებით.
ჰუთები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმები გაგრძელდება, სანამ ისრაელი ომს არ შეწყვეტს. ჰუთების წინააღმდეგ მოქმედებს რამდენიმე ქვეყნის, მაშ შორის აშშ-ის სამხედრო ძალების კოალიცია.