World News

სეული: დაიღუპა უკრაინის მიერ დატყვევებული ჩრდილოკორეელი სამხედრო

გავრცელებული ცნობებით, დაიღუპა სამხედრო, რომელიც რუსეთში ტყვედ ჩავარდნილი პირველი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცია.

სამხრეთ კორეის სააგენტო Yonhap-ის ცნობით, ამ ქვეყნის ეროვნული დაზვერვის სამსახური 27 დეკემბერს იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო დაიღუპა იმ ჭრილობების შედეგად, რომლებიც უკრაინის ძალების მიერ ტყვედ აყვანამდე მიიღო.

"მოკავშირე სადაზვერვო სააგენტოს მეშვეობით დავადასტურეთ, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცი, რომელიც 26-ში ჩავარდა ტყვედ, ცოტა ხნის წინ დაიღუპა სერიოზული ჭრილობების შედეგად", - წერია ცნობაში.

ერთი დღით ადრე უკრაინის სააგენტო Militarnyi იუწყებოდა, რომ სამხედრო, რომელიც, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეიდან იყო, რუსეთის კურსკის რეგიონში დაატყვევეს უკრაინის საგანგებო ოპერაციათა ძალებმა.

სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტო, რომელზეც, სავარაუდოდ, ჩანს უკრაინელი სამხედროების მიერ დატყვევებული ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი.

პირველი ცნობები, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად ფხენიანმა ათასობით სამხედრო გაგზავნა და ისინი კურსკის ოლქში მოქმედებენ, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა.

უკრაინული მხარის მონაცემებით, ჩრდილოკორეელი სამხედროების რიცხვი 12 000-მდეა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს. უკრაინამ მიზნად გამოაცხადა უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა თავისი სასაზღვრო რაიონების დასაცავად.

Читайте на 123ru.net