ზელენსკის თქმით, დატყვევების შემდეგ დაიღუპა ჩრდილოეთ კორეის რამდენიმე დაჭრილი ჯარისკაცი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიერ დატყვევების შემდეგ დაიღუპა ჩრდილოეთ კორეის "რამდენიმე" ჯარისკაცი, რომლებიც მძიმედ დაიჭრნენ რუსეთის მხარეს ბრძოლაში. ზელენსკის თქმით, მოსკოვი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა სიცოცხლეს.
უკრაინის პრეზიდენტმა გაიმეორა აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებები - რომ ფხენიანის მიერ რუსეთში გაგზავნილ სამხედროთა რიგებში მნიშვნელოვანი დანაკარგები აღინიშნება, რუსეთის კურსკის რეგიონში ბრძოლისას.
უკრაინის ლიდერმა მოსკოვს და ჩრდილოეთი კორეის მხრიდან ამ პროცესების უზრუნველმყოფელ ძალებს ბრალი დასდო ჯარისკაცების დაუცველად დატოვებაში ბრძოლის ველზე, და ჯარისკაცების მოკვლაშიც, მათი ტყვედ ჩავარდნის პრევენციის მიზნით.
ზელენსკის თავისი განცხადებების მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.
მანამდე სამხრეთ კორეის სააგენტო Yonhap-მა ამ ქვეყნის ეროვნული დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ჩრდილოეთ კორეის ერთი სამხედრო დაიღუპა იმ ჭრილობების შედეგად, რომლებიც უკრაინის ძალების მიერ ტყვედ აყვანამდე მიიღო.
ფხენიანმა გასულ თვეში მოახდინა რუსეთთან "ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის" შეთანხმების რატიფიკაცია, რითიც თავის სამხედროებს გზა გაუხსნა რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლისკენ.
დასავლეთის წყაროთა შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის 12 000-მდე სამხედრო იმყოფება კურსკის რეგიონში, რომლის ნაწილებიც უკრაინის ძალების მიერ არის დაკავებული, მიმდინარე შეტაკებების ფონზე.