ნატო გააძლიერებს წარმომადგენლობას ბალტიის ზღვის არეალში
ნატო აცხადებს, რომ გააძლიერებს წარმომადგენლობას ბალტიის ზღვის არეალში, მას შემდეგ, რაც ზღვის ქვეშ დაზიანდა სადენები და საინტერნეტო ხაზები, სავარაუდოდ საბოტაჟით, რომელიც რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" ხომალდმა განახორციელა.
27 დეკემბერს ესტონეთმაც გამოაცხადა, რომ დაიწყო საზღვაო ოპერაცია, რომლის მიზანია ბალტიის ზღვაში მნიშვნელოვანი ელექტროსადენის დაცვა, მოკავშირეებთან კოორდინაციით - რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდერ სტუბთან მოლაპარაკების შემდეგ სოციალური მედიით დაწერა, რომ "ნატო გააძლიერებს თავის სამხედრო წარმომადგენლობას ბალტიის ზღვაში".
ბალტიის ზღვის სანაპირო როგორც ფინეთის, ისე ესტონეთის ნაწილია.
დაგეგმილი მოქმედების შესახებ შეკითხვების პასუხად ნატოს ოფიციალურმა პირებმა სააგენტო ასოშიეიტედ პრესს (AP) უთხრეს, რომ ალიანსი "ფხიზლად რჩება და მუშაობს დამატებითი მხარდაჭერის აღმოჩენაზე, მათ შორის [რეგიონში] სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის გზით".