World News

მიხაილ როთის თქმით, სანამ ევროკავშირი სანქციებზე ბჭობს, აშშ შესაბამის ზომებს იღებს

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ქმედებისკენ მოუწოდებს და სვამს კითხვას: „ბოლოს და ბოლოს, ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის მეტ პასუხისმგებლობას როდის ავიღებთ?“.


ამის შესახებ პოლიტიკოსმა პლატფორმა X-ზე დაწერა.


„სანამ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მერყეობენ და ბჭობენ, საქართველოში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე განხორციელებული თავდასხმის წინააღმდეგ აშშ შესაბამის ზომებს იღებს! მადლობა აშშ-ს! ქართველ თავისუფლებისთვის მებრძოლებს ახლა ვჭირდებით!“, - დაწერა მან და საქართველოში ევროკავშირის მხარდამჭერი პროტესტის ამსახველი ვიდეო გააზიარა.




ევროკავშირის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საჭიროებაზე დაწერა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონმაც.




2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.


გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.


ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ანუ სანქციადაკისრებულთა სიაში. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.


შტატების დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.

Читайте на 123ru.net