ვლადიკავკაზზე დრონებით შეტევა იყო
დღეს დილით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ვლადიკავკაზზე. მუშაობა შეაჩერა ვლადიკავკაზის აეროპორტმა.
რესპუბლიკის მეთაურის, სერგეი მენიაილოს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ერთი დრონი ჩამოაგდეს ვლადიკავკაზში მდებარე სამხედრო პოლიგონის, „შალხის" თავზე და ერთი ქალაქის გარეუბანში.
მენიაილო ირწმუნება, რომ მსხვერპლი და ნგრევა არ არის. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვლადიკავკაზზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო 25 დეკემბერსაც.