World News

ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლის რიცხვი 15-მდე გაიზარდა

აშშ-ის ქალაქ ნიუ ორლეანში პიკაპით მოწყობილი თავდასხმის შედეგად დაღუპულების რიცხვი 15-მდე გაიზარდა - იტყობინება აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო - FBI-ი.


ამავე ცნობით, დანაშაულს, როგორც ჩანს, ”ისლამისტური" ფონი აქვს. ნიუ ორლეანის სასეირნო უბანში - „French Quarter”-ში ახალი წლის ღამეს მოზეიმეებს შორის შეიჭრა პიკაპი, რომლის მძღოლმა განზრახ შეაჯახა მანქანა ვიწრო ქუჩაზე მყოფ ადამიანებს.


პოლიციის მოსვლის შემდეგ ატყდა სროლა - თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს - ორი პოლიციელი დაშავდა. FBI-მ თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა. გამომძიებლების თანახმად, ის მოაწყო აშშ-ის 42 წლის ტეხასელმა მოქალაქემ, რომელიც ადრე აშშ-ის არმიაში მსახურობდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანქანაში ნახეს ასაფეთქებელი მასალა და ექსტრემისტული გაერთიანების “ისლამური სახელმწიფოს” დროშა.


პოლიცია ვარაუდობს, რომ დანაშაულის უკან სხვა პირებიც არიან.


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დამნაშავემ აქტის განხორციელებამდე ინტერნეტით გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მიუთითებს, რომ პირი “ისლამური სახელმწიფოს", გავლენის ქვეშ იყო.


ლუიზიანის შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.




 

Читайте на 123ru.net