გიორგი ტყემალაძე კახა კალაძის მოადგილე გახდა
თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილედ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დანიშნა. მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე მერმა ახალი მოადგილის გასული საქმიანობა პოზიტიურად შეაფასა.