ოპოზიციური პარტიები და უცხოელი პოლიტიკოსები მელიას დაკავებას ეხმაურებიან
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და უცხოელი პოლიტიკოსები ეხმაურებიან ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას, დაკავებას მისი სასამართლო სხდომის წინა საღამოს. პოლიტიკოსების ნაწილი დიღმის იზოლატორთან შეიკრიბა - ვარაუდობენ, რომ ის იქაა გადაყვანილი.