თითქმის 3 წლის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ხელმძღვანელი ჰყავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ფურცელაძე იქნება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, ის თანამშრომლებს წარუდგინა მიხეილ სარჯველაძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებს.