„ოცნების“ გარემოცვის სანქცირების შემდეგ წულუკიანი იოსელიანისგან ელოდა მოწოდებას, „ბრიტანეთისთვის სტრასბურგში გვეჩივლა“
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი, - რომელმაც პარლამენტში ომბუდსმენის მოსმენის შემდეგ უკმაყოფილება გამოხატა მისი ანგარიშით და აპარატში „რეორგანიზაციისკენ“ მოუწოდა, - ლევან იოსელიანისაგან „ოცნების“ წევრების და გარემოცვის სანქცირების წინააღმდეგ მოქმედებასაც ელის.