შადრევნის წყლის წითლად შეღებვის გამო თბილისის მერიამ აქტივისტი 5000 ლარით დააჯარიმა
თბილისის მერიამ 5000-ლარიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა სამოქალაქო აქტივისტს, თამარ კურატიშვილს, რომელმაც 2025 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მდებარე შადრევნის წყალი წითლად შეღება. მერიის სამსახური მიიჩნევს, რომ ეს იყო „საზიანო ნარჩენები“.