Financial Times-ი: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, შეუთანხმდეს პუტინს, თორემ უკრაინას განადგურება ემუქრება
Financial Times-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ რუსეთის პირობები მიეღო და გააფრთხილა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის „განადგურებით“ დაემუქრა, თუ ის ამ პირობებს არ შეასრულებდა.