აქციაზე პირბადით ყოფნის გამო მოსამართლემ 71 წლის აზა ჩილაჩავა სამართალდამრღვევად ცნო
აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის აზა (მადლენა) ჩილაჩავა სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო აქციაზე პირბადით ყოფნის გამო - მას სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე განიხილა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა.