"ვაპირებ ავიყოლიო ხალხი გავხდეთ ბევრი და დავასრულო რეჟიმი" - გიორგი თავართქილაძე მოსამართლემ უპატივცემულობისთვის დააჯარიმა
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რეჟისორი გიორგი თავართქილაძე სასამართლოს შეურაცხყოფის მოტივით 100 ლარით დააჯარიმა, მას შემდეგ, რაც თავართქილაძემ ის "ე.წ. მოსამართლედ" მოიხსენია. მოგვიანებით ის კიდევ 200 ლარით დააჯარიმა.