ერთი წელი 26 ოქტომბრიდან - "ოცნება" მარტო პარლამენტში, ოპოზიციის ლიდერები, აქტივისტები ქუჩასა და ციხეში
26 ოქტომბრის არჩევნების წლისთავზე პარლამენტის ბოიკოტი მხოლოდ "ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერის, გიორგის გახარიას პარტიამ შეწყვიტა. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა კვლავ პარლამენტის გარეთ რჩება - არჩევნებს გაყალბებულად, შედეგებს კი სადავოდ მიიჩნევს.