ქუთაისის ახალმა მერმა საკრებულოს „საკანონმდებლო ორგანო“ უწოდა, მითითების შემდეგ კი ჩაასწორა
ქუთაისის ახალმა მერმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დავით ერემაიშვილმა ფეისბუკ-პოსტში „ქალაქის საკანონმდებლო ორგანო“ უწოდა ქუთაისის საკრებულოს. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ პარლამენტია, საკრებულო კი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა.