ივლის-სექტემბერში 567 ათასი რუსი ვიზიტორი ჩამოვიდა საქართველოში
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, როცა საქართველოში ტურისტული სეზონი იყო, ყველაზე მეტი ვიზიტორი (567 000) რუსეთიდან ჩამოვიდა. მათი რაოდენობა მცირედით ჩამორჩებოდა ორი სხვა მეზობელი ქვეყნიდან მიღებული ვიზიტორების ჯამს.