FT: მოსკოვის მემორანდუმის შემდეგ აშშ-მა ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა გააუქმა
ვაშინგტონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ამერიკულ მხარეს გაუგზავნა დოკუმენტი, რომელშიც „ადასტურებდა მკაცრ მოთხოვნებს უკრაინის მიმართ“ - წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება Financial Times-ი.