სამშვიდობო ჩარჩო უკრაინისთვის - რით განსხვავდება შეთანხმების ამერიკული და ევროპული პროექტები, რა სურს მოსკოვს და რას ელის ტრამპი?
აშშ-სთან მოლაპარაკებები და ევროპის მხარდაჭერა კიევს იმედს აძლევს, რომ “სამშვიდობო შეთანხმების” საბოლოო ტექსტში უკრაინელი ხალხის სასიცოცხლო ინტერესები იქნება ასახული. ვაშინგტონიდან მიღებული თავდაპირველი ვერსიის გარშემო დაწყებული ვნებათაღელვა პოზიციების დაახლოებაზე მუშაობამ ჩაანაცვლა.