მექსიკის დედაქალაქში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
2 იანვარს, მეხიკოში და მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ გერეროს შტატის ზოგიერთ ნაწილში 6.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, - დაადასტურა სახელმწიფო სეისმოლოგიურმა სამსახურმა.
პრეზიდენტის სასახლიდან, როდესაც მიწისძვრის შესახებ განგაში გაისმა, ყოველდღიური პრესკონფერენციის დროს, ევაკუირებული იქნა პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი და დამსწრე ჟურნალისტები. ისინი რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდნენ.
შეინბაუმის თქმით, მიწისძვრის ეპიცენტრი სან -მარკოსიდან 15 კილომეტრში მდებარეობდა, გერეროს შტატში, მეხიკოდან დაახლოებით 230 კილომეტრში.
პრეზიდენტის თანახმად, წინასწარი ინფორმაციით, არც მეხიკოში და არც გერეროში სერიოზული ზარალი არ აღნუსხულა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა 13:58 GMT-ზე, ანუ ადგილობრივი დროით დილის 7:58 საათზე მოხდა.
მეხიკოს ცენტრი აშენებულია იმ ადგილის შლამიან ნიადაგზე, რომელიც ოდესღაც ტბის ფსკერი იყო, რაც მას განსაკუთრებით დაუცველს ხდის მიწისძვრების მიმართ.
1985 წლის 19 სექტემბერს, 8.1 მაგნიტუდის მიწისძვრამ მეხიკოს დიდი ნაწილი გაანადგურა, რასაც ოფიციალური მონაცემებით, თითქმის 13 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.