World News

რუსეთს ანექსირებული მარიუპოლიდან ბათუმის მიმართულებით საკრუიზო მარშრუტების აღდგენა სურს

რუსეთის ხელისუფლება აზოვის ზღვაზე საერთაშორისო კრუიზების აღდგენას განიხილავს, რომელზეც სრული კონტროლი მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაამარა. ინფორმაციას რია ნოვოსტი რუსეთის მთავრობის დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შესაძლებელია აზოვის ზღვაზე უცხო ქვეყნების მიმართულებით კრუიზების განახლება. მანამდე მარიუპოლსა და ბათუმს შორის არსეობდა საკრუიზო მარშრუტი. სამგზავრო ნავმისადგომის აღდგენის ან მშენებლობის შემთხვევაში, შესაძლოა ეს მარშრუტი აღდრეს“, - ნათქვამია დოკუმენტებში.

დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი კრუიზისთვის შესაძლია გამოყენებული იყოს გემი „მუსტაი ქარიმი“. მანამდე მედია იტყობინებოდა, რომ ამ თბომავალს გეგმურ ტექნიკურ და კოსმეტიკურ რემონტს უტარებენ.

რუსეთმა მარიუპოლის ოკუპაცია მოახდინა 2022 წელს სასტიკი ბრძოლების, ხანგრძლივი ბლოკადის და მარისებული დაბომბვის შემდეგ. გაეროს შეფასებით, ქალაქში მრავალსართულიანი შენობების 90%-მდე და კერძო სახლების 60%-მდე დაზიანდა ან განადგურდა რუსეთის სამხედრო მოქმედებების შედეგად. იმავე წლის შემოდგომაზე რუსეთმა უკრაინის ოთხი ოქლის, მათ შორის დონეცკის ოქლის ანექსია მოახდინა, რომლის ნაწილიცაა მარიუპოლი.

„რია ნოვოსტი“ წერს, რომ აზოვის ზღვის აუზში რვა პორტია: მარიუპოლი, იეისკი, კავკაზი, ტემრიუკი, ბერდიანსკი, აზოვი, დონის როსტოვი და ტაგანროგი. რუსეთის სამთავრობო დოკუმენტებში მითითებულია, რომ სამგზავრო გემების მისაღებად საჭირო სპეციალიზებული ნავმისადგომი მხოლოდ ტაგანროგშა, იეისკისა და მარიუპოლის პორტებს ასეთი გემების მიღების შესაძლებლობა დაკარგული აქვთ.

თბილისში რუსეთის ინიციატივაზე კომეტარი ჯერ არ გაკეთებულა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკრუიზო გემი Astoria Grande, რომელსაც 2023 წელს ბათუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ, შესაძლოა, ამ წლის გაზაფხულზე საქართველოში დაბრუნდეს.

„ასტორია გრანდე“, რომლის ბორტზეც ვლადიმირ პუტინისა და უკრაინაში ომის მხარდაჭერი ტურისტები და არტისტები იმყოფებოდნენ, პირველად 2023 წლის ივლისში შევიდა ბათუმში - მას იქ საპროტესტო აქციით დახვდნენ. ბათუმის პორტში სტუდენტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის“ ბრალდებით, პოლიციამ 23 დემონსტანტი დააკავა, მოგვიანებით მედია იტყობინებოდა, რომ ბათუმი ამოიღეს იმ პუნქტების სიიდან სადაც ლაინეღრი ჩერდებოდა თავის მარშრუტზე.

ლაინერის საწინააღმდეგო აქციას მოჰყვა რუსი ოფიციალური პირებისა და სახელმწიფო მედიის კრიტიკის ტალღა. აქციის მონაწილების საქციელი გააკრიტიკა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის მაშინდელმა თავმჯდომარემ და ამჟამად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მან ეკონომუკურ ზალარზეც გაამახვილა ყურადღება ლაინერის თითოეული კრუიზიდან საქართველოში რჩება 350 ათას ლარზე მეტი , თქვა მან.

Читайте на сайте