რუბიომ და ბაირამოვმა განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესი და „ტრამპის მარშრუტი“
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ორშაბათს, 19 იანვარს ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე.