World News

ოკუპირებული ცხინვალის "კაგებე" თამარ მეარაყიშვილის „თანამზრახველებს“ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ("კაგებე") აცხადებს, რომ აგრძელებს სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე „ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებებს“.

თამარ მეარაყიშილი 2025 წლის 22 დეკემბერს დააკავეს და „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში“ დაადანაშაულეს, 31 დეკემბერს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოაძევს. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა აღიარა, რომ მეარაყიშვილის დაკავება დაკავშირებული იყო მის გეგმებთან, ცხინვალის ცენტრში ერთკაციანი აქცია მოეწყო.

2 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში, "კაგებე" ირწმუნება, რომ მეარაყიშვილი საქართველოს სპეცსამსახურებმა „სადაზვერვო და სხვა დივერსიული საქმიანობის განსახორციელებლად“ დაიქირავეს. რომ „მისი თანამშრომლების მითითებით, ის აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას“. დე ფაქტო უწყების განცხადების თანახმად, აქტივისტი „გადასცემდა მონაცემებს პოლიტიკოსების, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების, რუსი სამხედრო პერსონალის, მათი დისლოკაციის და რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ“, ასევე „ფარულად იწერდა ჩინოვნიკებთან საუბრებს მათი შემდგომში კომპრომატებად გამოსაყენებლად“.

დე ფაქტო უწყება მეარაყიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებებისთვის, მათ შორის რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზისთვის“, „ინფორმაციის წყაროდ“ მოიხსენიებს და ირწმუნება, რომ ის, საზღვარგარეთ ტრენინგებსა და სემინარებზე, სავარაუდოდ, „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დისკრედიტაციას ახდენდა“.

„მისი მრავალრიცხოვანი კონტაქტების გამოაშკარავების“ შესახებ ინფორმაციის დასტურად "კაგებე"-მ რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის ტელეფონის ნომრები გამოაქვეყნა, რომლებიც, მათი მტკიცებით აქტივისტის ტელეფონში აღმოჩნდა. თუმცა, არავითარი მტკიცებულება, რომ მეარაყიშვილი მათ უკავშირდებოდა არ წარმოუდგენიათ. ჩამონათვალში შედიან, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამჟამინდელი უფროსი მამუკა მდინარაძე; საქართველოს მთავრობის ყოფილი წარმომადგენლები პაატა ზაქარეიშვილი, ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი; და გაუქმებული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი.

"კაგებე" ასევე მიუთითებს მეარაყიშვილის „ურთიერთქმედებაზე“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ოპოზიციურ პარტიებთან და მოძრაობებთან, რომლებთანაც, დე ფაქტო უწყების ცნობით, ის „შეთანხმებულად მოქმედებდა პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით“. კერძოდ, ნახსენებია ოპოზიციური Telegram-ის ანგარიშები, სადაც მეარაყიშვილის მხარდამჭერ პოსტები ქვეყნდებოდა.

ე.წ КГБ აცხადებს, რომ ბოლომდე მიიყვანენ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს და მის "„თანამზრახველებს“ პასუხისგებაში მიცემით ემუქრებიან.

დე ფაქტო უწყებამ მოუწოდა „ყველას, ვისაც მეარაყიშვილთან კონტაქტი ჰქონდა“, "კაგებე"-ს მიმართონ. იმ პირები, კი ვინც ნებაყოფლობით და დროულად მიმართავს დე ფაქტო უწყებას და მათი ქმედებები არ აღმოჩნდება უსაფრთხოებისთვის საზიარო, შესაძლიოა გათავისუფლდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.

Читайте на сайте