World News

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა დასვენებული, წირვა დაიწყო

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა დასვენებული, წირვა დაიწყო.

ღვთისმსახურებას აღასრულებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო(მუჯირი) სინოდის წევრებთან ერთად.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 12:15 საათზე სამების საკათედრო ტაძარში მივა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი, რომელიც მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურებას.

15:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სამების ტაძრიდან გამოასვენებენ. სიონის ტაძრამდე, სადაც ილია მეორეს დაკრძალავენ, ფეხით მსვლელობა იქნება.

პროცესია სამების საკათედრო ტაძრიდან გაემართება მესხიშვილის ქუჩის გავლით ავლაბრის მეტრომდე, ბარათაშვილის დაღმართით ბარათაშვილის ხიდისკენ და შემდეგ შავთელის ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე სიონის საპატრიარქო ტაძრამდე. ამ მარშრუტზე დიდი ეკრანებია განთავსებული ღვთისმსახურებისა და პროცესიის ტრანსლაციისთვის.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.

Читайте на сайте