World News

ფრანგი ფოტოგრაფი აცხადებს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაუუქმეს

საქართველოში მცხოვრებს ფრანგ ფოტოგრაფს, ფრანსის ნიკოლას პრიმერსკის მოკლევადიანი ბინადრობის უფლება გაუუქმეს. ამის შესახებ პრიმერსკი თავად წერს, 28 მარტს გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში წერს და ბრძანებებსაც აქვეყნებს.

გამოქვეყნებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ 9 მარტს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ პრიმერსკის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაგრძელების შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და ნებართვა 2027 წლის 9 მარტამდე იქნა გაგრძელებული.

ამის შემდეგ, 2 კვირაში, სააგენტომ გადაწყვეტილება შეცვალა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა ძალადაკარგულად გამოაცხადა, 2026 წლის 25 მარტიდან. პრიმერსკის თქმით, ეს ყველაფერი “ყოველგვარი ახსნის გარეშე” მოხდა.

“ეს მოულოდნელი ცვლილება არ არის ადმინისტრაციული შეცდომა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. დღეს, რაც ჩემს თავს ხდება, სცდება პირად შემთხვევას. ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვინც მხარს უჭერს, აშუქებს ან ამხელს იმას, რაც საქართველოში ხდება. მე აქ ვმუშაობდი, ვქმნიდი, ვაფიქსირებდი და ვუჭერდი მხარს ამ ქვეყანას, რომელსაც ჩემს ქვეყნად მივიჩნევ. და დღეს ცდილობენ ჩემი გაჩუმებას”, - წერს ფრანგი ფოტოგრაფი სოციალურ ქსელში.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში გასაჩივრდეს. რადიო თავისუფლება ცდილობს გაარკვიოს, რა არის ფრანსის ნიკოლას პრიმერსკისთვის მოკლევადიანი ბინადრობის უფლების გაუქმების საფუძველი.

პრიმერსკის საქართველოში პირველად 2000-იანი წლების დასაწყისში ჩამოვიდა და მას შემდეგ, მთელი საქართველო მოიარა.

2017 წლის იანვარში, ფრანსის პრიმერსკიმ საქართველოს კულტურის სამინისტროს სვანეთის სოფელ ადიშის გადარჩენის თხოვნით მიმართა. “რატომ არ უკეთებენ რეაბილიტაციას ამ სახლებს, ჩემთვის ეს აუხსნელი და დაუჯერებელია. შეხედეთ, რა სილამაზეა” - აცხადებდა ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში

Читайте на сайте