გიორგი გახარია: ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ სვანეთის უნიკალურ რეგიონს დამატებითი სარგებელი მოვუტანოთ
„უნიკალური დღეა, რადგან 10 ივნისია, სვანეთში ვხსნით ზაფხულის სეზონს და ამვდროულად, თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე მიმდინარეობს ბორის კახიანის სახელობის ტურნირი“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სვანეთში ვიზიტისას, კურორტ თეთნულდზე ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარია მესტიაში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებების დაწყებამდე კურორტ თეთნულდზე იმყოფებოდა, სადაც, ზაფხულის სეზონის მიუხედავად, სათხილამურო სპორტის მოყვარულები შეიკრიბნენ […]