უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის მიმართულებით უხვი ნალექის გამო საავტომობილო გზა ჩაინგრა
უხვმა ნალექმა დააზარალა შიდა ქართლიც. გორის მუნიციპალიტეტში უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის მიმართულებით უხვი ნალექის გამო საავტომობილო გზა ჩაინგრა, რის შედეგადაც ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეფერხდა. უფლისციხის ციხე-ქალაქის დასათვალიერებლად ჩასულ ვიზიტორებს გარკვეული მანძილის გავლა ფეხით უხდებოდათ. გორის მუნიციპალიტეტების გამგეობამ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან და გზების დეპატრამენტთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო. შესაბამისად, ამ დროისთვის მოწყობილია დროებითი გადასასვლელი და ტრანსპორტის გადაადგილება […]