მიწების დაახლოებით 5%-ია უცხოელი მოქალაქეების სარგებლობაში – ოთარ დანელია
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას ინფორმაციით, მიწებზე ქართული ინვესტიციები ბევრად უფრო მეტია ვიდრე უცხოური. დანელიას განცხადებით, პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მიზნობრივად იყოს ათვისებული: ”მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ დღემდე, მიწების თავისუფალი ყიდვა-გაყიდვა მოქმედებს, მნიშვნელოვანი ინიციატივები ინვესტიციების თვალსაზრისით არც გაგვიგია. შესაბამისად, ინვესტიციები იმ ოდენობის არ ყოფილა, რომ ის ამ ეტაპზე ანგარიშგასაწევი იყოს. […]