იმედი მაქვს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით შენიშვნები პერსონალური ინტერესებიდან გამომდინარე არ იქნება – ბესელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები დღეს დარეგისტრირდება. ბესელია ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფი ექვსი თვე მუშაობდა. „აქამდე, ექვსი თვის განმავლობაში, არც ერთი ჯგუფის მხრიდან არაფერი მიგვიღია. მოსაზრება რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით იმ ჯგუფისგან მივიღეთ, რომელიც სამუშაო პროცესში ჩართული არ იყო, მაგრამ ამ მოსაზრებებს ვეცნობით. ინიცირება […]