მთავრობის ადმინისტრაციასთან დაპირისპირება მოხდა
მთავრობის ადმინისტრაციასთან საფინანსო კომპანია “საქართველო”-ს დაზარალებულებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ლოგინის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რადგან რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა.