World News in Georgian

მდინარე ხობისწყალში ჩარჩენილი ორი მეთევზე ნაპირზე ვერტმფრენის დახმარებით გამოიყვანეს

  ჩხოროწყუში, მდინარე ხობისწყალში ჩარჩენილი ორი მეთევზე ნაპირზე ვერტმფრენის დახმარებით გამოიყვანეს. ჩხოროწყუში სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში შსს-ს სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო. ორი მეთევზე, რომელიც ხობისწყალის ადიდების გამო მდინარეში, პატარა კუნძულზე იყო ჩარჩენილი, რამდენიმე წუთის წინ ნაპირზე ვერტმფრენით გამოიყვანეს. ძლიერი წვიმების გამო, მდინარე ხობისწყალი ადიდდა, რამაც ჩხოროწყუში პრობლემები შექმნა.  

Читайте на сайте