ქუთაისის აეროპორტი ბერლინის მიმართულებით „ვიზეარის“ ავიარეისებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებით, ქუთაისი - ბერლინი და ბერლინი - ქუთაისის ავიარეისებთან დაკავშირებით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ ეტაპობრივად ტელეფონის საშუალებით უკავშირდება მგზავრებს და სთავაზობს მათთვის ალტერნატიულ ავიარეისს, თარიღის გადაცვლას, ან ავიაბილეთის თანხის ანაზღაურებას.