World News in Georgian

თბილისში დაკარგულ 14 წლის ტყუპ ძმებს ეძებენ

თბილისში 14 წლის ტყუპ ძმებს ოჯახი და პოლიცია ეძებს. ნიკა და ლუკა ცანავების დაკარგვის შესახებ 112-ს ოჯახმა 13 ივლისს მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები 13 ივლისიდან ინტენსიურად მიმდინარეობს.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

Читайте на сайте