"ნებისმიერი ასეთი ეპიზოდი რა მასშტაბისაც არ უნდა იყოს, კიდევ ერთხელ არის დარღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის"
ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სიახლოვეს, სოფელ ყარაფილასთან, ე.წ. საზღვართან საოკუპაციო რეჟიმის მიერ კიდევ ერთი თხრილის გავლების ფაქტის კომენტირებისას აღნიშნა.