შემოსავლების სამსახური ნიკა გვარამიას ბრალდებებს პასუხობს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, მიერ 21 ივლისს ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 1¹ ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად: საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება და საჯაროა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარი იმის შესახებ, რომ […]