სპეცოპერაციის კადრები – ნარკორეალიზატორის დაკავება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქვემო ფონიჭალაში, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. გამოძიების ცნობით მან 4 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი მოქალაქეს მიჰყიდა. გამოძიება 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.