“ამბავი, რომლითაც ყველამ უნდა ვიამაყოთ” – თეა პერტაია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს. “ამბავი, რომლითაც ყველამ უნდა ვიამაყოთ! მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე, სადაც 70 ქვეყნის 10 000- მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, საქართველოს შსს-ს 12 კაციანმა გუნდმა 6 ოქროსა და 8 ვერცხლის მედალი აიღო! ჩვენი ბიჭები, ჩვენი პოლიცია”– წერს თეა პერტაია.