წურწუმიას ქუჩაზე საავტომობილო მიმოსვლა დროებით ორმხრივად შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, 2017 წლის 21 აგვისტოს, 23:00 საათიდან მიმდინარე წლის 15 სექტემბრის 08:00 საათამდე, საგზაო სამუშაოების გამო, საავტომობილო მიმოსვლა დროებით ორმხრივად შეიზღუდება ა. წურწუმიას ქუჩაზე. ”კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს ავლაბრის მეტროდან (ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ა. ზურაბიშვილის ქუჩების ) ჯორჯ ბუშის ქუჩამდე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს. ამ პერიოდში დროებით იცვლება N127 მიკროავტობუსის მარშრუტი. N127 […]