World News in Georgian

ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევიდა

დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 ივლისს გამოქვეყნდა ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შესახებ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ”ელჩის შეფასებით ისლანდიის მხრიდან მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას […]

Читайте на сайте