World News in Georgian

ორთაჭალაში მოკლული მამაკაცი რუსეთის მიერ იყო ძებნილი

ორთაჭალაში, აბანოთუბანთან მამაკაცი მანქანაში მოკლული იპოვეს. მოპოვებული ინფორმაციით, “ტოიოტას” მარკის ავტომობილში შუახნის მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი. მანქანას გარედან ნატყვიარი ეტყობა.  როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, მათ სამი გასროლის ხმა გაიგეს.  მათივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მხოლოდ საჭესთან მჯდომი მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც სავარაუდოდ აზერბაიჯანის მოქალაქეა. თვითმხილველების თქმით, შუახნის მამაკაცს სავარაუდოდ მეორე მანქანიდან ესროლეს. მომხდარის შესახებ შსს კომენტარს რამდენიმე წუთში გააკეთებს. […]

Читайте на сайте