„ქართველთა მარშის“ წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის შელაპარაკება მოხდა
ე.წ. „ქართველთა მარშის“ წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის შელაპარაკება მოხდა. აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბში შესვლა უნდოდათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. „ქართველთა მარშის“ მონაწილეებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბი პიკეტირებული აქვთ. ამასთან, როგორც აქციაზე სანდრო ბრეგაძემ განაცხადა. ე.წ. „ქართული მარშის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი დაკავებულია. აქცია კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მსვლელობით რუსთაველის მეტროდან დაიწყო. […]