სანდრო ეულის ქუჩაზე აფეთქება მოხდა
აფეთქება იყო რამდენიმე წუთის წინ სანდრო ეულის ქუჩაზე. წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე ჟანგბადის ავზი აფეთქდა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. აფეთქება სანდრო ეულის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე მოხდა, სადაც საცხოვრებელი კორპუსი შენდება. შსს-ს ცნობით ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.